დიდი ალბათობით, ევა ახალ წელს თავის შვილს ჩაეხუტება! - ამის შესახებ ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც ცუცქირიძე განმარტავს, პროკურატურამ ევა შაშიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა. „კარგი ამბავი: სასამართლოდან დამიკავშირდნენ და შემატყობინეს, რომ პროკურატურამ ევა შაშიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა. პროცესი ჩატარდება 15:30-ზე. სასამართლოს შემადგენლობამ ფორმალურად შეგვატყობინა ინფორმაცია მათ შორის სხვა ბრალდებულების ადვოკატებსაც. დიდი ალბათობით, ევა ახალ წელს თავის შვილს ჩაეხუტება!“ - წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.