პაპუაშვილს ცილისწამებისთვის უჩივლეს – დეტალები

სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ მეყანწიშვილმა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი აიჰან ჰასანლი წერს. ადვოკატის ცნობით, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ მარიამ მეყანწიშვილი “ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად” მოიხსენია იმ დროს, როდესაც დაცვის მხარისთვის ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო ის მუხლი, […]