აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამის შეხვედრას რუსთაველის გამზირზე გეგმავენ – პარლამენტთან სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი

პროტესტის მე-400 დღეს აქციის მონაწილეები ახალი წლის შეხვედრას რუსთაველის გამზირზე გეგმავენ. როგორც ცნობილია, დემონსტრანტები პარლამენტთან ღამის 22:00 საათზე შეიკრიბებიან. წლევანდელ აქცია-ღონისძიებაზე სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის, როგორც აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 23:00 საათიდან გაჟღერდება პროტესტის ფარგლებში დაკავებული პატიმრების გზავნილები. „22:00 საათზე საზოგადოებას მიმართავენ რუსთაველის გამზირის მცველები – ადამიანები, რომლებიც წელიწადზე მეტია იცავენ ქვეყნის […]