ყველაზე მდიდარი ქართველი მიხეილ ლომთაძეა

Bloomberg-ის და Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მდიდარი ქართველი მიხეილ ლომთაძეა. Bloomberg-ის შეფასებით, მისი ქონება 5.1 მლრდ დოლარია. Forbes-ის მონაცემებით კი, ლომთაძის ქონება 5.8 მილიარდი დოლარია. რეიტინგების მიხედვით, მეორე ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ქონება მიმდინარე წელს შემცირდა და Bloomberg-ზე ის 3.6 მილიარდ დოლარს, Forbes-ზე კი 2.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.