გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროექტის ფარგლებში სანერგე მეურნეობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი სამუშაოების გაცნობა და პროცესში მათი ჩართულობის შესაძლებლობების შეფასება იყო. შეხვედრაზე განიხილეს ქართული სანერგეების პოტენციალი, თუ რამდენად მზად […]