დიზაინერი თაკო მეგრელიძე ახალი წლისთვის მზადებას რამდენიმე თვით ადრე იწყებს. უკვე 9 წელია, რაც საახალწლო დეკორაციებს ამზადებს და ამ საქმიანობაში მასთან ერთად მონაწილეობენ მისი შვილებიც. თაკო დეკორაციებს სახლში ამზადებს, სურს, რომ 2026 წელს ჰქონდეს საკუთარი სახელოსნო, სადაც კიდევ უფრო ბევრ ნამუშევარს შექმნის.