ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თამარ მეარაყიშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ცნობისთვის, თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის საქალაქო სასამართლომ 24 დეკემბერს მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროტესტის ნიშნად ის მშრალ შიმშილობაზე იმყოფებოდა. გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ...