2025 წელს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფურ ეტაპზე ევროპის ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს, მერვედფინალში კი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფარვორიტს, საფრანგეთს მოუგეს და ევროპირველობაზე მეოთხედფინალში პირველად იასპარეზეს, სადაც ფინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ. საქართველო ევროპის საუკეთესო 8 ნაკრებს შორის მოხვდა. წლის ბოლოს ლეგენდარული სანაკრებო კარიერა დაასრულა გიორგი შერმადინმა. 2026 წელს საქართველოს […]