2025 წელი ერთდროულად განსაცდელის და სულიერი სიძლიერის წელი იყო. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა ჩვენთვის დამახასიათებელი უნიკალური ბუნება და სიმტკიცე, არნახულ ზეწოლას გაუძლო, დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, რაც იდენტობის, რწმენის და ტრადიციების გადარჩენას ნიშნავს, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც საზოგადოებას დამდეგი 2026 წელი მიულოცა. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ერთად ნებისმიერი სირთულის დაძლევაა შესაძლებელი. […]