ირაკლი კობახიძე – 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, მაგრამ წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის – გასულ წელს ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად, წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც საზოგადოებას დამდეგი 2026 წელი მიულოცა. კობახიძის განცხადებით, 2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება. […]