სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს. პატრიარქი ერს მიმართავს, რომ ვიყოთ იმედიანად. „ახალ წელს ჩვენ ვულოცავთ ერთმანეთს ამ დღესასწაულს. გილოცავთ, მივულოცავ ჩვენს ახალგაზრდობას, ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი, იმედით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა პატრიარქმა.