“სამ პუნტულა კაცს, უდიდესი ენთუზიაზმით, ახალ წელს მიჰქონდა მთელი ჩემი და ჩემი შვილების ახალი წელი” – ვიკა ბუკია

ჩვენი უბნის ნიკორასთან გავაჩერე მანქანა 5 წუთით. შეიძლება 3 წუთითაც. ჰოდა, გამოვდივართ მე და მაშო და ვხედავთ, რომ მანქანა, რომელიც ზუსტად 2 წუთით გავაჩერე არასაპარკინგე ადგილას, დაუხაზავში, იქ, სადაც ხელს არავის ვუშლიდი, საერთოდ არავის, აწეულია ჰაერში ევაკუატორის მიერ. ხელს არავის ვუშლიდი, მაგრამ ვარღვევდი კანონს, სადაც წერია, რომ „დგომა აკრძალულია“. და მოგეხსენებათ, დგომა აკრძალულია ახალ წლამდე […]