ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “ინდიანა პეისერსი” 112:110 დაამარცხა. სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. გოგამ 7-დან 6 ორქულიანი გამოიყენა და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ორლანდოს” ლიდერი პაოლო ბანკერო გახდა, რომელმაც 35 […]