1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება – აქციზის ფასი 85 თეთრით ძვირდება. დღეიდან “ოცნების” კანონპროექტი შევა ძალაში. კანონის ინიციატორების მტკიცებით, მისი მიზანი „ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდაა“. შესაბამისად, თამბაქოს შემცველობით იმპორტირებული სიგარეტის აქციზის ფასი 1,9 ლარიდან 2,75 ლარამდე მოიმატებს, ხოლო იმპორტირებული ნაწარმის, რომელიც თამბაქოს ან აღდგენილ თამბაქოს შეიცავს აქციზი 1,85 ლარიდან 2,7 ლარამდე გაიზრდება. Source