ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთს” სუსი უდასტურებს. ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, „ჯაშუშობის“ ბრალდებით 22 დეკემბერს დააკავეს და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური მას „საქართველოს სპეცსამსახურებთან აფილირებული“ უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის გადაცემას ედავება.