ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ30–კმ100 (ჯვარი–ლახამულა) და კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთებზე, სადაც წუხელ გვიან საღამოს ზვავი ჩამოწვა, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს. როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოქალაქეები, რომლებიც ზვავის გამო გვირაბში იყვნენ ჩარჩენილნი, ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან გამოყვანილნი. ადგილზე მიმდინარეობს გზის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ერთი ზოლი თოვლისგან […] Source