პროტესტის მონაწილე მარიამ მეყანწიშვილი შალვა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივის

პროტესტის მონაწილე მარიამ მეყანწიშვილი შალვა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივის. ადვოკატ აიჰან ჰასანლის განცხადებით, 31 დეკემბერს მათ შეიტანეს სარჩელი „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ „პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“. ჰასანლის თქმით, საქმე ეხება 2025 წლის 17 ოქტომბერს X-ზე პაპუაშვილის მიერ განთავსებულ პოსტს, რომელშიც მან მარიამ მეყანწიშვილი „უკიდურესად რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთ […]