კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა ანექსირებულ ყირიმში პუტინის ახალი სასახლე აღმოაჩინა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა [FBK], რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და აკრძალულია, ანექსირებულ ყირიმში პუტინის ახალი სასახლე აღმოაჩინა. კომპლექსი ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, კონცხ აიაზე მდებარეობს. ფონდის ინფორმაციით, შენობის ფოტოებსა და დეტალურ არქიტექტურულ ნახაზებზე წვდომა მოიპოვეს. FBK-ს ცნობით, სასახლე თავდაპირველად უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის აგარაკად აშენდა, მაგრამ იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევის შემდეგ მისი ქონება ფორმალურად სახელმწიფო […]