ბაგრატ მესამის უნიკალური ფრესკა სრულად განადგურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის – ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა, რომელიც ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში იყოს, უკვე სრულად განადგურებულია. ამის შესახებ მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM), რუსეთის ეროვნული კომიტეტის სამუშაო ჯგუფის დასკვნიდან გახდა ცნობილი. ICOM-ის ჯგუფის ექსპერტებმა, რომლებიც აფხაზეთს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის უხეში დარღვევით სტუმრობნენ, ბედიის მონასტერი 2011 წლის შემოდგომაზე მოინახულეს […]