ვერძი მოერიდეთ კამათს და ვინმესთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას, რადგან ეს შეიძლება დაპირისპირებაში გადაიზარდოს. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა საიდუმლო გაგიმხილოთ, რომელიც გაიძულებთ რამდენიმე ადამიანის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. კურო სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ. […]