რადიო თავისუფლებამ მოიპოვა სანქცირებული ექს-გენპროკურორის, კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში ერთ-ერთი ბოლო ჩვენება. გამოძიება ფარცხალაძეს აგვისტოს შემდეგ ოფიციალურად განიხილავდა საქმის მნიშვნელოვან ფიგურანტად, ოქტომბერში აცხადებდა, რომ „მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია მოპოვებული“, დეკემბრის ბოლოს კი, ჯანგველაძის ორი მეგობრის ჩვენების შემდეგ ფარცხალაძეზე ძებნა გამოაცხადეს. ჩვენებები ეკუთვნით რუსეთის მოქალაქეებს, იური მიკულსკისა და როზა […]