რუსეთი 2026 წლის ოლიმპიადაზე თავისი დროშით ომის შეწყვეტის შემთხვევაშიც ვერ გამოვა. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, კირსტი კოვენტრიმ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ მომენტისთვის არაფერი შეცვლილა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაში, რუს სპორტსმენებს თებერვლის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების უფლება ინდივიდუალურ საფუძველზე მისცეს. ცნობისთვის, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა 6-22 თებერვალს იტალიურ მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში გაიმართება. Ipn.ge