ფრანგული „სტრასბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ინგლისელმა ლიამ როსენიორმა, შესაძლოა, ლონდონის „ჩელსი“ ჩაიბაროს, – ამის შესახებ სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო წერს. რომანოს თქმით, კლუბი როსენიორის კანდიდატურას რამდენიმე კვირის წინაც განიხილავდა, ახლა კი ის მთავარი ფავორიტია. პირველ იანვარს „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელი, იტალიელი ენცო მარესკა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობასა და სპეციალისტს შორის არსებული უთანხმოება იყო. 41 წლის […]