ახალი წელი საკანში ნომერი 38 – რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

ახალი წელი 2026 ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თავი საახალწლოდაც სახლში გვეგრძნო და არა ციხეში. წარმოიდგენთ, რომ ხელნაკეთი ნაძვისხეც კი გვქონდა. ჩვენი ცხრამეტტომიანი საქმის მასალების ფურცლები ავიღეთ, დავჭერით, დავამრგვალეთ, კბილის პასტით დავაწებეთ, ერთმანეთზე გადავაბით და გავაკეთეთ უამრავი რგოლი, რომლებიც მთელ საკანს წრეზე შემოვავლეთ. მოვრთეთ გისოსები, კარადები. ნაძვისხეც ფურცლებით ავაწყვეთ, არცთუ ისე პატარა, სამკუთხედის ფორმის. თავიდან „ხეოფსის პირამიდააო“ […]