ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავამდე გეგმავენ, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ისთვის გახდა ცნობილი. ახალი პაკეტი ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და ორგანიზაციების ევროკავშირში მოგზაურობის შეზღუდვების დაწესებას და აქტივების გაყინვას, განსაკუთრებული ყურადღება კი მიექცევა იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშვების გაყვანასა და მათ იდეოლოგიურ აღზრდაზე. […]