ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს ამზადებს – Die Welt

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავამდე გეგმავენ, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ისთვის გახდა ცნობილი. ახალი პაკეტი ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და ორგანიზაციების ევროკავშირში მოგზაურობის შეზღუდვების დაწესებას და აქტივების გაყინვას, განსაკუთრებული ყურადღება კი მიექცევა იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბავშვების გაყვანასა და მათ იდეოლოგიურ აღზრდაზე. […]