უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ რუსეთი შობის წინა დღეს ან თავად დღესასწაულის პერიოდში მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს, რასაც მსხვერპლი მოჰყვება. სამსახურის ცნობით, ეს ოპერაცია მიზნად ისახავს აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას და კრემლის საინფორმაციო კამპანიასთანაა დაკავშირებული. დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ რუსული სპეცსამსახურები მანიპულაციისგან შეიძლება პირდაპირ შეიარაღებულ პროვოკაციაზე გადავიდნენ. შესაძლო სამიზნედ სახელდებოდა რელიგიური ობიექტები ან სიმბოლურად […]