ხარკოვში რაკეტა მოხვდა საცხოვრებელი შენობას. ერთი ბავშვი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 2 იანვარს ხარკოვზე რუსეთის არმიის დარტყმის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. „არსებობს ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ კიდევ ბევრი ადამიანია. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“, – დაწერა ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა. საღამოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნანგრევების ქვეშ სამი წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარტყმის ადგილიდან ფოტოები გამოაქვეყნა. […]