“ასეთი საჩუქარი, რაც ივანიშვილმა გაუკეთა თავის გაუმაძღარ სულს, არ ღირსებია არც ერთ მეფეს” – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ქართული ოცნების პარლამენტის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის პირველი იანვრიდან ოქროს ზოდების შემოტანისას დღგ-ს გადასახადი გაუქმდა, ეხმაურება და წერს: ასეთი საჩუქარი რაც ივანიშვილმა საახალწლოდ გაუკეთა თავის გაუმაძღარ სულს არ ღირსებია არც ერთ ისტორიაში ცნობილ მეფეს. ახლა ნახეთ ოქროს ზოდების ცვენა მათ ქართველთმოძულე თავზე.