საქართველოდან გააძევეს ისრაელის მოქალაქე, რომელმაც გვირაბში მანქანიდან გაისროლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქემ, 20 წლის მ.ნ.-მ, 2025 წლის 29 დეკემბერს, გმირთა მოედნის მიმდებარე გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას, აკუსტიკური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ის დააკავეს, გაასამართლეს, დააჯარიმეს და ქვეყნიდან გააძევეს. ისრაელის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და ის დამნაშავედ იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს […]