დონალდ ტრამპი: ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიტაცეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ნიკოლას მადურო ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიტაცეს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ნიკოლას მადუროსთან ერთად დაკავებულია მისი მეუღლეც. “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა მასშტაბური დარტყმა ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან გაყვანილია. ეს ოპერაცია ჩატარდა აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. […] Source