კუბის ხელისუფლება ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმას გმობს. კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელ ბერმუდესი აშშ-ის ქმედებას კრიმინალურ თავდასხმას უწოდებს და საერთაშორისო საზოგადოებისგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. „ჩვენს მშვიდობის ზონას სასტიკად ესხმიან თავს. სახელმწიფო ტერორიზმი მამაცი ვენესუელელი ხალხისა და ჩვენი ამერიკის წინააღმდეგ. სამშობლო ან სიკვდილი! ჩვენ გავიმარჯვებთ!“ – წერს სოციალურ ქსელში კუბის პრეზიდენტი. თეთრ სახლს თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ […]