კვარაცხელიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო – ქართველის დერბიში თამაში საეჭვოა

ხვალ, 4 იანვარს, ლიგა 1-ის მეჩვიდმეტე ტურში პსჟ “პარიზს” უმასპინძლებს. ფრანგი ჟურნალისტის, არტურ პეროს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც უახლოეს მატჩში მისი თამაში საეჭვოა. წყაროს ცნობით, ხვიჩა ამჟამად სახლშია და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ლუის ენრიკე ქართველთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ, მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღებს. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში “კვარამ” 20 მატჩში 6 […]