ნარკოტერორიზმი და კოკაინით ვაჭრობა – ვენესუელას პრეზიდენტს და მის მეუღლეს ბრალი წარედგინათ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ვენესუელას პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ნიუ-იორკში ბრალი წაუყენეს. აშშ-ის სახელმწიფო მათ ნარკოტერორიზმსა და კოკაინით ვაჭრობაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წყვილი უკვე დააკავეს და ისინი ამერიკული სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. Source