“მსგავსი ქმედებები წარმოადგენს დაუშვებელ ხელყოფას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შესაძლო დაკავებას. ოკუპანტი ქვეყანა, მომხდარზე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და აშშ-ისგან სიტუაციის განმარტებას მოითხოვს. „მსგავსი ქმედებები, თუ მათ მართლაც ჰქონდა ადგილი, წარმოადგენს დაუშვებელ ხელყოფას დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე, რომლის პატივისცემაც საერთაშორისო სამართლის საკვანძო პრინციპია”, – ნათქვამია განცხადებაში. Source