მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული: ლოგიკური თანამიმდევრულობით განვითარდა მოვლენები ვენესუელასთან დაკავშირებით. ამერიკის კონგრესი პრეზიდენტ ტრამპს ომის გამოცხადების უფლებას რომ არ მისცემდა, მარტივი გასათვლელი იყო, ამიტომ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად სრულიად განსხვავებული სამართლებრივი მიდგომა აირჩიეს. კერძოდ, ვენესუელა გამოცხადდა ნარკო-სინდიკატის ერთერთ ბურჯად. ამაში […]