ყაზბეგში, 20 აპრილს მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს – მათ 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2025 წლის 20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულებმა მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯგუფურად, დანის და მკვრივი-ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი […]