ლა ლიგის მეთვრამეტე ტურში, სტუმრად „ელჩესთან“ მოგებულ მატჩში (3:1) „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქუტაძემ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და 75-ე წუთზე შეცვალეს. მიქაუტაძემ Flashscore-სა და Whoscored-ისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები (8.1 და 7.8) მიიღო, sofascore-სგან კი 7.5. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ალბერტო მოლეირო აღიარეს.