ვენესუელის სასამართლომ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს დაავალა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაიწყოს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, მადუროს „დროებით არ შეუძლია ფუნქციების განხორციელება“. როდრიგესი „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში აიღებს და განახორციელებს ვენესუელას ბოლივარიული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობისთვის დამახასიათებელ ყველა უფლებამოსილებას, მოვალეობასა და კომპეტენციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადმინისტრაციული უწყვეტობა და ერის ყოვლისმომცველი დაცვა“, […]