4 იანვრის ღამეს ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედრის ფრაგმენტების აღმოჩენის შესახებ განაცხადა – რუსული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. „ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, – წერს ხარკოვის მერი ტელეგრამზე. დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ორი დღით ადრე, მრავალსართულიან კორპუსზე რაკეტებით შეტევის შედეგად 30-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა. მათგან ნაწილი კლინიკებშია გადაყვანილი. […]