ესპანეთის ლიგა ენდესას მეთოთხმეტე ტურში “ტენერიფე” “ჟუვენტუტ ბადალონასთან” 67:78 დამარცხდა. სტუმართა რიგებში გიორგი შერმადინმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. “ტენერიფე” 9 გამარჯვებითა და 5 მარცხით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 10 იანვარს, “ფორსა ლეიდას” წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება ესპანეთში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველს, ბექა ბურჯანაძის “გრანადა” “ბურგოსთან” 90:107 […]