ვენესუელის სასამართლომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დელსი როდრიგესი დანიშნა – რა თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ვიცეპრეზიდენტ დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ვენესუელის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ნიკოლას მადუროსთვის “საკუთარი ფუნქციის შესრულება დროებით შეუძლებელია”. ქვეყნის კონსტიტუცია კი ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობა ვიცეპრეზიდენტმა უნდა შეასრულოს. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ როდრიგესი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, პრეზიდენტის ყველა უფლებამოსილებას საკუთარ თავზე აიღებს, […]