უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება 95 ფიზიკური და 70 იურიდიული პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დასანქცირებული პირების უმეტესობა რუსეთის მოქალაქე და რეზიდენტია. სანქციები დაეკისრათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონტრაქტების მომსახურებასთან და […]