იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ჟურნალისტი, ქართულ-იტალიული ტელეკომპანია KN TV-ის დამფუძნებელი ქეთი ნოგიევა შეხვდა სან-მარინოს რესპუბლიკის კაპიტან რეგენტებს – მეთიუ როსის და ლორენცო ბუგლის, რომლებიც მსოფლიოში უძველესი რესპუბლიკის პრეზიდენტის როლს ასრულებენ. ინფორმაციას ქეთი ნოგიევა სოციალურ ქსელში ავრცელებს. „2025 წელი ჩემთვის იყო ბედნიერების და წარმატების წელი. წლის ბოლო დააგვირგვინა წარმატებულმა შეხვედრამ სან-მარინოს რესპუბლიკის კაპიტან რეგენტებთან, რომლებიც მსოფლიოში […]