მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1070-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, თითქმის 1000 თავდასხმის დრონი და ექვსი რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი განცხადებით, უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს პარტნიორების მხარდაჭერა, მათ შორის სტაბილური თავდაცვითი დახმარება და ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. „თითქმის ყოველდღე, უკრაინაში სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება […]