2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 1 337.6 ათასი დოლარის ღირებულების კივი იყიდა. როგორც საქსტატის მაჩვენებლებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 11 თვეში ქვეყანაში კივის იმპორტმა 1 941.3 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კივის იმპორტი 2 192.7 ტონა იყო. შესაბამისად წლიურ ჭრილში ქვეყანაში კივის იმპორტი 11%-ით არის შემცირებული. საქართველოში იმპორტირებული კივის ყველაზე დიდი წილი ირანზე მოდის. […]