რატომ არაა ჩაკვეტაძე “ჰალთან” მატჩის განაცხადში?

ჩემპიონშიფის ოცდამეექვსე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ჰალს“ დაუპირისპირდება და სტუმართა გუნდის განაცხადში არაა გიორგი ჩაკვეტაძე. Watfordobserver-ი წერს, რომ ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად არ გაემგზავრა, მუსა სისოკო შეცვლის და ქართველის შესახებ კითხვა მწვრთნელს ხავი გრასიას მატჩის შემდეგ უნდა დაუსვან, რომელმაც ადრე თქვა, რომ ის მწყობრშია. გრასიას თქმით, „ბირმინგემთან“ მოგებული საშინაო მატჩის (3:0) შესვენებაზე გიორგი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა, […]