[VIDEO] შენგელიას 20 წუთი “რეალთან” – “ბარსელონამ” “ელ კლასიკოში” გაიმარჯვა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში “ბარსელონამ” “ელ კლასიკოში” “რეალი” 105:100 დაამარცხა. სტუმართა რიგებში თორნიკე შენგელიამ მოედანზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 2 დაფარება დააგროვა. “თოკომ” 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ პანტერი გახდა. “ბარსელონას” გამოცდილმა უკანახაზელმა 23 წუთში 19 ქულა დააგროვა. […]