ქართველი ემიგრანტების მიერ შედგენილი „მზიას სია“ უკვე გადაგზავნილია 36 ქვეყანაში და მოიცავს 277 პირს, რომელთაც ავტორები პასუხისმგებლებად მიიჩნევენ თავისუფალი სიტყვის დევნაზე, პოლიტიკური პატიმრების საქმეზე და ავტორიტარული მმართველობის განმტკიცებაზე საქართველოში. სიის შესახებ „ბათუმელებთან“ ისაუბრა მოძრაობა „მზიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „პლატფორმა 2025“-ის წარმომადგენელმა დავით ძიძიშვილმა, რომელიც ბელგიაში მუშაობს და ჰიბრიდულ ომებს იკვლევს. მისი განმარტებით, დოკუმენტი შემუშავდა ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებთან კოორდინაციით და […]