“უკრაინა მოვლენების შემდგომი განვითარების ორივე ვარიანტისთვის მოემზადება”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინის სახელმწიფო საკუთარ ძალას არავის დაუთმობს. „უკრაინა მოვლენების შემდგომი განვითარების ორივე ვარიანტისთვის მოემზადება: დიპლომატიისთვის, რომელსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ, ან შემდგომი აქტიური თავდაცვისთვის, თუ რუსეთზე პარტნიორების მხრიდან ზეწოლა არასაკმარისი აღმოჩნდება. უკრაინა თავის ძალას არავის დაუთმობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. Source